ფესტივალი "მზე სოფელში ანათებს"

27 ივლისი 2022, 17:13 1210 ნახვა

„მზე სოფელში ანათებს", ხვალ, 28 ივლისს, 17:00 საათზე ქობულეთის სოფელ კვირიკეში სახალხო ფესტივალი გაიმართება, რომელიც კოვიდ პანდემიის შემდეგ, წელს პირველად ტარდება. მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები, საბავშვო ატრაქციონები, თოჯინების თეატრის წარმოდგენა და ფოტო გამოფენები.  ასევე სოფლის ცენტრში მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების, სასტუმროების, კვების ობიექტების ნაწარმის გამოფენა- გაყიდვები. ფესტივალზე, მოწვეული იქნებიან, მუსიკალური ჯგუფი "რერო" და "გორდელა", რომლებიც იზრუნებენ სტუმრების  განწყობაზე. სტუმრებს ქობულეთის ავტოსადგურიდან უფასოდ მოემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი. ფესტივალის მიზანია ქობულეთის სოფლების პოპულარიზაცია და ტურისტული პოტენციალის ჩვენება, რისთვისაც ქობულეთის მერიამ  25-ათასი ლარია გამოყო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში