უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებს დასავლეთი უკრძალავს- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. „ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე, რადგან ყველამ იცის, რომ ნებისმიერი საომარი მოქმედებები მოლაპარაკების მაგიდაზე მთავრდება. როდესაც უკრაინულმა მხარემ შემოგვთავაზა მოლაპარაკება ჩვენი სამხედრო ოპერაციის საწყის ეტაპზე, ჩვენ შევთანხმდით, ჩატარდა რამდენიმე რაუნდი, რასაც მოჰყვა ძალიან საინტერესო ეტაპი, როდესაც უკრაინულმა მხარემ შემოგვთავაზა ხელშეკრულების ვერსია, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, კიეველ კოლეგებს ამის შესახებ შევატყობინეთ, მაგრამ მას შემდეგ მათგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ ფაქტობრივად დავეთანხმეთ მათ მიდგომას. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენმა კოლეგებმა, როგორიცაა შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, უკრაინელებს ჩვენთან მოლაპარაკება აუკრძალეს. ჰკითხეთ თქვენს ამერიკელ კოლეგებს, რა არის მიზეზი - განაცხადა ლავროვმა.