ბათუმის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ საღამოს შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. არსებული ინფორმაციით, მას გულის პრობლემები ჰქონდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.