ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება.
გუშინ ლიტერატურული საღამო გაიმართა, მოეწყო ახალგაზრდა მწერლის ნოდარ მაჭარაშვილის წიგნების პრეზენტაცია, ასევე გაიმართა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობის 30-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავი ღონისძება, რომლის ფარგლებშიც ამერიკული წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია მოეწყო. წიგნში საუბარია ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ.
ღონისძიებას დაესწრო ამერიკის კულტურის ატაშე კრის ანდერსონი.