სტარლინკი საქართველოში 

26 ივლისი 2022, 10:42 984 ნახვა

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებსა და კომპანია “სპეის იქსი”-ის ბაზრებზე წვდომის რეგიონალურ მენეჯერს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მას შემდეგ, რაც ილონ მასკის დაარსებულმა კომპანიამ კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა,  კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში კვლავ ჩამოვიდა და კომისიის წარმომადგენლებს კომპანიის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სპეისიქსი საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს, კერძოდ,  სტარლინკის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას გაუწევს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი