აჭარაში მიწის უფასო რეგისტრაცია დაიწყო, საჯარო რეესტრის წარმომადგენლები თავად მიაკითხავენ მოქალაქეებს და აზომვით სამუშაოებს იმ შემთხვევაშიც ჩაატარებენ, თუ მფლობელი ადგილზე არ დახვდებათ. თუმცა ამ მიმართულებით ადრე პრობლემები იყო და როგორ უნდა გადაწყდეს მიწის საკუთრების სადავო საკითხები იურისტებმა, ჯერ არ იციან. მიწის რეგისტრაციის პროგრამა 2024 წელს უნდა დასრულდეს, დაჩქარების მსურველებმა კი რეესტრში შესაბამისი თანხა უნდა გადაიხადოს.