ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის გამო, ოქტომბერში "Wizz Air" -ის ფრენები თბილისიდან შესრულდება

25 ივლისი 2022, 12:13 990 ნახვა

ოქტომბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რეაბილიტაციის გამო, ავიაკომპანია "Wizz Air"-ი ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს - ამის შესახებ "TAV Georgia"-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ განაცხადა.  

"იყო სახელმწიფოს თხოვნა, რომ თუ იქნებოდა შესაძლებლობა, ჩვენ მიგვეღო ყველა ის რეისი, რომელიც ქუთაისში დღეს სრულდება. გამოვთქვით მზადყოფნა და გიდასტურებთ, რომ ოქტომბერში, 14 დღის განმავლობაში ყველა რეისი, რომელიც ქუთაისის აეროპორტში უნდა შესრულებულიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება. რაც შეეხება სხვა გეგმებს "Wizz Air"-თან მიმართებაში, ჯერჯერობით არანაირი გეგმა გამოკვეთილი არ გვაქვს", - განაცხადა ტელეკომპანია "BMG"-ის ეთერში "TAV Georgia"-ს გენერალურმა მენეჯერმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია იგეგმება ამ მიზეზის გამო, 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ფრენები ვერ შესრულდება და აეროპორტი ორი კვირით დაიხურება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი