ბათუმის საზღვაო აკადემიის სასულე ორკესტრიდან, მუსიკოსების ძველი შემადგენლობა გაუშვეს. რექტორი ამბობს, რომ მათ ახალი კადრები, სტუდენტები ჩაანაცვლებს. ირაკლი შარაბიძის ამ განწყობას, არ იზიარებენ მუსიკოსები, მიზეზად კი, იმ ინსტრუმენტებზე დაკვრის სირთულე მოჰყავთ, რომელიც ორკესტრში გამოიყენება. რექტორის იმედები, დღეს, ეჭვქვეშ დირიჟორმაც დააყენა. ის ერთადერთია, ვინც დათხოვნილთა რიცხვში არ მოხვდა და საქმიანობას აგრძელებს.