მოქალაქეებმა ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, უსახლკაროები არიან და მერიისგან საცხოვრებლით დახმარებას ითხოვენ.
მათივე თქმით, 1 ივნისს უწყებას მოქალაქეთა ხელმოწერილი განცხადებით, კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართეს, თუმცა მათივე რწმუნებით პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
უსახლკაროების გარდა, აქციაზე სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
თემაზე მერიაში კომენტარი არ გააკეთეს.