ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 7 სახეობაში 28 ქართველი გამოვა

23 ივლისი 2022, 10:33 838 ნახვა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში  საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

ევროპის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვაკეთის ქალაქი ბანსკა-ბისტრიცა 24-30  ივლისს უმასპინძლებს, სადაც სპორტის 10 სახეობაში იასპარეზებს 48 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი, მათ შორის საქართველოდან სპორტის 7 სახეობაში (ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში) იასპარეზებს 28  სპორტსმენი.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის სახელით ოლიმპიურ ფიცი დადო ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძემ. გუნდის სახელით მისასალმებელი სიტყვით წარდგა ჩოგბურთელი ნიკოლოზ გურგენიძე.

ევროპის ზაფხულის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის მედროშეები იქნებიან ძიუდოში ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის ალექსანდრე ლოლაძე  და მოცურავე ლიზი გრიგალაშვილი.

სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციას სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხემძღანელებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში