ევროკავშირის დაძმობილების პროექტის „სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში შემუშავდა კანონპროექტი „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ და მიმდინარეობს მუშაობა მეორად კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტზე.
ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, პროექტის მიზანია, გარდამავალ პერიოდში სისხლის გადასხმის არსებული სისტემის მხარდაჭერა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით არსებული 24 დამოუკიდებელი, უმთავრესად ნათესავი და ფასიანი დონაციების მქონე სისხლის დაწესებულების ეროვნულ, ცენტრალიზებულ, გამჭვირვალე და არამომგებიან ორგანიზაციად გარდაქმნას, რომელიც ნებაყოფლობით, უანგარო სისხლის დონორობაზე იქნება დაფუძნებული.