ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში „Google" დაბლოკეს

22 ივლისი 2022, 15:19 593 ნახვა

ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში „Google-ს“ საძიებო სისტემა დაბლოკეს.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა დენის პუშილინმა „Google“ რუსების წინააღმდეგ ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა.

„თუ „Google“ შეწყვეტს თავისი კრიმინალური პოლიტიკის გატარებას და დაუბრუნდება კანონის, მორალისა და საღი აზრის ჩარჩოებს, მის მუშაობაში დაბრკოლებები არ იქნება“, - განაცხადა დენის პუშილინმა.

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა "Google"-ი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის პროპაგანდაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა მის გარეშეც გაართმევს თავს.

კომპანიაში პრორუსი სეპარატისტების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი