როგორ აისახება თურქეთში წამლების გაძვირება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე?

22 ივლისი 2022, 11:56 975 ნახვა

თურქეთში მედიკამენტებზე ფასების ზრდის მიუხედავად, მეზობელ ქვეყენაში აფთიაქებში  ქართველ მომხმარებელთა რიცხვი არ შემცირებულა.

წამლების შესაძენად საქართველოდან თურქეთში ყოველდღიურად  ისევ ათობით მოქალაქე გადადის. მათი თქმით,  ფასების მატების  მიუხედავად,  მედიკამენტებისთვის საზღვრის კვეთა და  რამდენიმე კილომეტრის გავლა მაინც უღირთ, რადგან საკმაოდ დიდ თანხას ზოგავენ. 

მედიკამენტების  ფასი თურქეთის შიდა ბაზრისთვის 25 პროცენტით გაიზარდა. შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა   რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი.

2017 წელს დადგენილი ტარიფები ლირის გაუფასურების გამო გადაიხედა. ადგილობრივ ფარმაცევტულ ბაზარზე  გაძვირდა როგორც თურქული, ისე უცხოური წარმოების წამლები.

თურქეთში მედიკამენტების ფასების ზრდა აისახება ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, მაგალითად კომპანია ფარმადეპოში, რომელიც გამარტივებული წესით საქართველოში თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი შემომტანია, აცხადებენ, რომ ძველ ფასად შეძენილი  ერთი კვირის მარაგი აქვთ,  მისი ამოწურვის შემდეგ კი ტარიფების გადახედვა მოუწევთ.  თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება , რომ ეროვნული ვალუტის გამყარების ფონზე, თურქეთში გაძვირებული წამლები საქართველოში ფასზე გავლენას ვერ იქონიებს.

თურქულ მედიკამენტებზე გაზრდილი მოთხოვნების გამო  პრემიერ-მინისტრმა იანვრიდან წამლების აღიარების ანუ გამარტივებული წესით  შემოტანა დაუშვა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი