თურქეთიდან შემოსულ მედიკამენტებზე ფასები არ გაიზრდება - ჯანდაცვის მინისტრი

21 ივლისი 2022, 22:20 810 ნახვა

მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს, არ აყვნენ სპეკულაციას, თითქოს თურქეთიდან შემოსულ მედიკამენტებზე ფასები გაიზრდება - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

"სამწუხაროდ, იყო ბევრი სიუჟეტი, თითქოს პროექტი კოლაფსის წინაშეა, ცრუ დაპირება იყო და ასე შემდეგ. პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, ეს არის ქვეყნის მტრობა და მეტი არაფერი. ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ნამდვილად იგრძნეს მოქალაქეებმა მედიკამენტების გაიაფება და ყოველთვიურად ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. კორექტირება პერიოდულად ყოველთვის ხდება თურქეთში და არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ უნდა ყოფილიყო. ზუსტად იგივე იყო თებერვლის თვეში და საერთოდ არ შეტყობია ჩვენს პროექტს, რომელიც თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტს ეხება. ზუსტად იგივე მოხდა ახლაც. დაკორექტირდა ფარმაცევტული კურსი ლირის ევროსთან და საბოლოო ჯამში, ჩვენთან ლარი იმდენად გამყარებულია, რომ ვერანაირი ეფექტი ვერ შეიძლება, ამას ჰქონდეს. რეალურად, ადგილზე ხდება ამის კორექტირება და საბოლოოდ ბენეფიციარი ამას ყიდულობს ლარში“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.

მინისტრმა, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა დასახელების წამალი სრულად აკმაყოფილებს GDP და GMP საერთაშორისო სტანდარტებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი