აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ენტონი ბლინკენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა

21 ივლისი 2022, 13:54 568 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა სახელმწიფო მდივანს სატელეფონო საუბრისას,  რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა.

ამერიკული გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, კონგრესმა შტატების სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს სხვა ქვეყნის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების უფლება მიანიჭა, იმ შემთხვევაში თუ ბლინკენი ამას არ გააკეთებს, გადაწყვეტილებას თავად კონგრესი მიიღებს.

ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში