უკრაინას დონბასის რეგიონი ჯერ არ დაუკარგავს - აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე

21 ივლისი 2022, 14:03 576 ნახვა

უკრაინას დონბასის რეგიონი ჯერ არ დაუკარგავს - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

მარკ მილის თქმით, რუსებს დონბასში საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვთ, ამასთან უკრაინა წარმატებით იყენებს სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსს“.

თავმჯდომარის განცხადებით, ამ დრომდე რუსეთის შეიარაღებული ძალები ხმელეთზე მცირე პროგრესს აღწევს, თუმცა ამის მიუხედავად, ბრძოლა დონბასისთვის არის ძალიან მძიმე და დაძაბული. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი