უკრაინის პირველმა ლედიმ აშშ-ის კონგრესს მიმართა, ოლენა ზელენსკამ ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა ოფიციალურ კიევს რუსული რაკეტებისგან დასაცავად მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა მიაწოდონ.
„ახლა გთხოვთ ისეთ რამეს, რისი თხოვნაც არასდროს მომინდებოდა, გთხოვთ იარაღს“ - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პირველმა ლედიმ აშშ-ის კონგრესს.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა კარგად იცის რა არის ტერორისტული თავდასხმა და ტერორიზმის დამარცხებასაც ყოველთვის ცდილობდა.