სოლიდარობის დღე

28 დეკემბერი 2016, 00:00 2985 ნახვა

აზერბაიჯანის საკონსულომ და დიასპორამ მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღე აღნიშნეს. სტუმრებს სიტყვით ბათუმში აზერბაიჯანის კონსულმა რაშიდ ისმაილოვმა მიმართა.  ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები 10 მილიონამდე აზერბაიჯანელი აღნიშნავს. 1993 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით 31 დეკემბერი აზერბაიჯანის ეროვნული სოლიდარობის დღედ გამოცხადდა. საკონსულოს მიერ გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში