მსჯელობა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე

11 მაისი 2016, 00:00 3779 ნახვა

ევროკავშირის საბჭო დღეს  საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე იმსჯელებს. საკითხს ტექნიკურ დონეზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები განიხილავენ.  საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოში გენერალური დისკუსია 20 მაისს გაიმართება. ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ, შესაძლებლობას მისცემს, შენგენის ზონაში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის ზონის 4 კანდიდატ ქვეყანას, მოკლევადიანი ვიზიტები უვიზოდ განახორციელონ.

ამავე კატეგორიაში