ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი საქართველოსთან ადმინიტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს

07 მაისი 2016, 00:00 2777 ნახვა

8-9 მაისს ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების გატარების ფარგლებში, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების 71-ე წლისთავს უკავშირდება, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, სადაც მოქალაქეთა მიმოსვლა გამარტივებულია, მოქალაქეთა გატარება აღარ მოხდება. მათივე ინფორმაციით, გამშვები პუნქტები 10 მაისს, დილიდან, მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან.

ამავე კატეგორიაში