აჭარაში 500-ზე მეტი საწოლია მობილიზებული, თავისუფალია 150-ზე მეტი - ეკატერინე ტიკარაძე

17 სექტემბერი 2020, 11:50 393 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აჭარაში საწოლფონდის დეფიციტი არ არის. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე რეგიონში 500-ზე მეტი საწოლია მობილიზებული, მათგან 150-ზე მეტი თავისუფალია.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, აჭარაში შემთხვევების კლება იკვეთება, თუმცა ეს ამ ეტაპზე დამშვიდების საშუალებას არ იძლევა.

"აჭარაში იკვეთება შემთხვევათა კლება რიცხვებში, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, რადგან ეპიდემიოლოგებმა რომ განსაზღვრონ ის თუ რა სიტუაციაა ქვეყანაში ესაჭიროებათ 7 დღიანი კლების ციკლი. რაც საშუალებას მოგვცემს ვისაუბროთ იმაზე კონტროლირებადია არის თუ არა სიტუაცია.

დღის ბოლოს გვექნება უფრო მკვეთრი სურათი. მე მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის ყველა ჰოსპიტლის წარმომადგენელს თანამშრომლობისთვის, დღეს აჭარაში მობილიზებულია 500-ზე მეტი საწოლი და 150-ზე მეტი საწოლია თავისუფალი.

ეფექტურად მიმდინარეობს მკურნალობა საკარანტინო სივრცეებში. გადაუდებელი სასწრაფო დახმარების მხრიდან შეუფერხებლად ხდება პაციენტების გადაყვანა. ამ დროისთვის ჩვენ კიდე გადაგვყავს 40-მდე პაციენტი. პაციენტების უმეტესობას უფიქსირდება მსუბუქი ფორმა. რის შემდეგაც ისინი თავსდებიან საკარანტინო სივრცეებში"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში