უშვილო წყვილების პრობლემატიკა-სამუშაო შეხვედრა

14 აგვისტო 2020, 16:10 1071 ნახვა

უშვილო წყვილების პრობლემატიკა და მათი შესაძლო გადაჭრის გზები თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც  სამედიცინო დარგის სპეციალისტები და აჭარის ჯანდაცვის წარმომადგენლები უშვილო ოჯახების იმ წევრებს შეხვდნენ, რომლებიც სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების დროს პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. შეხვედრა  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალის როლი საზოგადოებისთვის’’ ორგანიზებით გაიმართა, ორგანიზაცია გეგმავს  საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს რეკომენდაციით მიმართავს, ამ მიმართულებით სამედიცინო მომსახურება ნაწილობრივ მაინც დაფინანსდეს.
 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში