რა ბედი ელის აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელს, რომელმაც დღეს აქცია პერფომანსი გამართა ავთანდილ ბოლქვაძე ირწმუნება, რომ 20 წლიანი სამუშაო გამოცდილებისა და დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიუხედავად, ის სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის მისამართით არასასურველი სტატუსების გამო იდევნება. მან დღეს აჭარის მთავრობასთან ფოტოები მიიტანა და მისი უშუალო ხელმძღვანელი როლანდ შარაშიძე, მერის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ჩიქოვანის დავალებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა.