კენჭისყრა ავღანეთში

06 ოქტომბერი 2016, 00:00 2947 ნახვა

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. საქართველოდან ავღანეთში 19-კაციანი სპეციალური ჯგუფი გაემგზავრა, რომლებმაც ორი საარჩევნო უბანი მოაწყვეს. მე-5 ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედროებმა არჩევანი ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გააკეთეს. მეორე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა კი მაზარი-შარიფში გერმანულ ბაზა „მარმალზე“ დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი. ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბში დისლოცირებული მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის სამხედროებმა არჩევნებში, გადასატანი საარჩევნო ყუთით ისარგებლეს. კენჭისყრის შედეგებს ცესკო 8 ოქტომბრის არჩვენების  დასრულების შემდეგ შეაჯამებს.

ამავე კატეგორიაში