ქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

18 ივლისი 2020, 19:11 2082 ნახვა

ქობულეთში ზღვაში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. თვითმხილველების თქმით, 20 წლამდე ასაკის მამაკაცი წყალში მეგობრებთან ერთად შევიდა და მალევე გაუჩინარდა.

მათივე განმარტებით, ახალგაზრდა, სავარაუდოდ, მოულოდნელად წყლის დინებამ ჩაითრია​.

ამ წუთებში ზღვაში მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, რაშიც ჩართულები არიან მყვინთავები. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

ძებნა მიმდინარეობს, სპეციალური დეტექტორებით აღჭურვილი დრონით, რომლითაც ხდება წყლის ზედაპირის დათვალიერება.

სამძებრო სამუშაოების გამო, მაშველები მოსახლეობას აღნიშნულ ტერიტორიაზე ზღვაში ჩასვლის უფლებას არ აძლევენ.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში