სალიბაურში სახლები და მანქანები დაიტბორა

13 ივლისი 2020, 15:08 334 ნახვა

ადიდებულმა მდინარემ ქვედა სალიბაურში საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დატბორა. ასევე დაიტბორა 6 ავტომანქანა და 1 სასურსათო მაღაზია. ზიანი ჯამში 12 ოჯახს მიადგა, როგორც ისინი აცხადებენ, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის მიზეზი ავტობანის მშენებლობაა. მათი ინფორმაციით, სამუშაოების დროს მდინარეს მიმართულება შეუცვალეს და მცირე ზომის მილში გაუშვეს, რომელმაც უხვი ნალექი ვერ გაატარა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილზე ვითარების გასაცნობად ავტობანის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

პრობლემას იცნობენ ხელვაჩაურის მერიაშიც, სადაც  კომენტარს მოგვიანებით დაგვპირდნენ. რაც შეეხება ზარალს, მას დაითვლიან და ანაზღაურების საკითხზე იმსჯელებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში