35 ლარი 25-ის ნაცვლად - მოვაჭრეები ყოველდღიური გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ

28 ივნისი 2020, 12:08 1474 ნახვა

ბაზარში დასაქმებულები ყოველდღიური გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ. საუბარია ე. წ ბონის ბაზარში ბითუმად მოვაჭრეებზე. მათი თქმით ისინი ბოლოს ყოველდღიურად 25 ლარს იხდიდნენ, გუშინ კი ბაზრის ადმინისტრაციამ გადასახადის 35 ლარამდე გაზრდის შესახებ აცნობა. ბაზარში დასაქმებულების თქმით, შემცირებული ვაჭრობისა და შემოსავლების ფონზე გაზრდილ გადასახადს ვერ გადაიხდიან.  ხელმძღვანელობა ადმინისტრაციის შენობაში დღეს არ იმყოფებოდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში