აჭარაში გასულ ღამეს გამოკვლეული 532 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

26 ივნისი 2020, 11:04 1225 ნახვა

აჭარაში გასულ ღამეს გამოკვლეული 532 ადამიანიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 39 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 19 666 პირს. დღეს არსებული მონაცემებით,  კარანტინში იმყოფება 1 018 პირი. კარანტინი დატოვა 8 832-მა პირმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში