15 ივნისიდან საქართველოს დაცული ტერიტორიები იხსნება

12 ივნისი 2020, 10:49 1751 ნახვა

საქართველოს მასშტაბით ყველა ვიზიტორთა ცენტრი 15 ივნისიდან მუშაობას  განაახლებს. დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებს მოუწოდებს გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის  გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული შეზღუდვები.

COVID-19 პანდემიის გავრცელების შესაკავებლად ვიზიტორებმა დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას შემდეგი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ:

 

▪ შენობებში და დახურულ სივრცეებში (მღვიმეებში) გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირს და პირს;


▪ ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა;


▪ დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი;


▪ რეკომენდირებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან შეიძინეთ ბილეთები დისტანციურად https://guru.ge/ -ზე

 ზოგადი რეკომენდაციებია:

▪ თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ შეხვიდეთ ტერიტორიაზე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
▪ მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცემინება და ხველა;
▪ ხშირად დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ან თუ შესაძლებელია, დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.
▪ მოერიდეთ პირზე, ცხვირსა და თვალებზე ხელის შეხებას;
▪ ხველისა და ცემინებისას, პირზე და ცხვირზე, აიფარეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი;
▪ გამოყენებული ხელსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ სანაგვე ყუთში და მაშინვე დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით, ან თუ შესაძლებელია, დაიბანეთ საპნით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში