პრემიერი ხვალ პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარსდგება

28 მაისი 2020, 18:18 338 ნახვა

პოლიტიკური ტემპერატურა საკანონმდებლო ორგანოში ხვალ ისევ აიწევს. მიუხედავად გუშინდელი 10 საათიანი გამოსვლის და დისკუსიისა პრემიერ-მინისტრს ოპოზიციის კითხვებზე პასუხის გაცემა ხვალ მაინც მოუწევს, მთავარი თემა ისევ ანტიკრიზისული გეგმა იქნება.

ორი დღის შემდეგ პარლამენტში პრემიერ გახარიას ამჯერად ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. ოპოზიცია ისევ კრიტიკული იქნება. სიღარიბე, მისი დაძლევის გზები და ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა - ოპოზიცია ხვალ  პრემიერისგან პასუხებს ელოდება. რაც შეეხება პრემიერის გუშინდელ გამოსვლას, ოპოზიცია უკმაყოფილოა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი