უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური ფლანგის დეპუტატების ნაწილმა დააინიცირა პარლამენტისთვის მიმართვა, რომლითაც მოუწოდებენ ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოს, რომ უკან გაიწვიონ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი და იმუშაონ ევრო რეკომენდაციების შესრულებაზე.
ენმ-ში აცხადებენ, რომ ხელისუფლება მეორედ ინიცირებული და სადავო კანონპროექტით ცდილობს თავისუფალი მედიის გაჩუმებასა და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას.
ამასთან ამავე მიმართვის ადრესატები არიან კოლეგები მმართველი პარტიიდან , რომლებსაც ასევე მოუწოდებენ, რომ კენჭისყრის დროს, რომლისთვისაც სავარაუდოდ რიგგარეშე სხდომის ჩატარება დადგება დღის წესრიგში, უნდა გადაწყვიტონ უჭერენ თუ არა მხარს ქვეყნის ევროინტეგრაციას და გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს.
შეკითხვაზე აქვთ თუ არა მოლოდინი, რომ მათ ინიციატივას გაითვალისწინებენ. აცხადებენ რომ, ბოლო დღეებში ამის მიზეზი უკვე არის მოქალაქეების დიდი ნაწილის პროტესტი.