425 მომხრე და 25 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრა ევროპარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ევროდეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ხუთივე შესწორებას. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების ნაწილს არღვევს.
დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებაზე, ინიცირებული კანონის გავლენაზე ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების ნაწილში, ასევე - მოწოდებაზე, გაუქმდეს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ლგბტქიუ პირების უფლებებს ზღუდავს.