დღეს საქართველოში იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან 62 მგზავრს ჩამოიყვანენ

06 მაისი 2020, 09:52 1053 ნახვა

დღეს საქართველოში იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან  62 მგზავრს ჩამოიყვანენ. მგზავრთა შორის არიან საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები, მათ შორის სტუდენტები. ყველა მგზავრს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს, სომხეთის მოქალაქე სტუდენტებს კი სამშობლოში გადაიყვანენ.  

გუშინ საბერძნეთიდან საქართველოს 185 მოქალაქე დაბრუნდა.  მგზავრთა შორის  იყვნენ- ონკოლოგიური დაავადების მქონე , ფეხმძიმე, ქრონიკული დაავადების მქონე , ხანდაზმული,  არასრულწლოვნები და  ასევე 14 მოქალაქე, რომლებიც  დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდნენ ქვეყნის დატოვებას და ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები საქართველოში;  სამშობლოში დაბრუნდნენ კორონავირუსის გავრცელებამდე საბერძნეთში ტურისტულად მყოფი მოქალაქეებიც რომლებსაც  აღარ გააჩნდა ფინანსური საშუალება და თავშესაფარი.

დღეის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18,857 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში  დაბრუნდა 9 ათას 815 მოქალაქე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში