საქართველოში ყველა ტესტი არის მაღალი ხარისხის და ნუ ავრცელებენ მტკნარ ტყუილს - ამირან გამყრელიძე

27 აპრილი 2020, 21:54 378 ნახვა

საქართველოში ყველა ტესტი არის მაღალი ხარისხის და ნუ ავრცელებენ მტკნარ ტყუილს - განაცხადა ამირან გამყრელიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში"

"ყველა ტესტი დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვისაც აწვდის არის მაღალი ხარისხის ტესტი. ევროკავშირის მიერ ბანკირებული, ამერიკის NDI-ის მიერ დამტკიცებული და რაც მთავარია ყველაზე პირველი ტესტირება რაც დაიწყო ქვეყანაში იყო საუკეთესო პრაიმერები მოწოდებული" - აცხადებს გამყრელიძე 

მისივე თქმით  უხარისხო ტესტებზე გავრცელებული ინფორმაცია, არის მტკნარი ტყუილი და ნუ იყენებენ ამ თემას პოლიტიკური დივიდენტებისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი