კოვიდინფიცირებულთა ზრდის გამო სოფელი ღვანკითი დაიკეტა

23 აპრილი 2020, 10:00 1689 ნახვა

ქვეყნის მასშტაბით კიდევ ერთი საკარანტინო ზონა მოეწყო. ვირუსის გავრცელების გამო ბლოკპოსტები თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფელ ღვანკითში მოეწყობა. დილის 6 საათიდან მოსახლეობას სოფლის დატოვება აღარ შეუძლია . ღვანკითში კოვიდ 19 გუშინ შუახნის მამაკაცს დაუდასტურდა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, საგანგებო ზომები ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო იქნა მიღებული. ამ დროისთვის სოფელში ინფიცირების სულ 10 შემთხვევა ფიქსირდება.

სულ მოეწყობა 5 ბლოკ საგუშაგო და სოფელი მთლიანად იქნება დაკეტილი. რამოდენიმე საათში ეპიდემიოლოგები სოფელი ღვანკითის თერმოსკრინინგს და სიტუაციის ადგილზე შესწავლას დაიწყებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში