ცხოველთა უფლებების დამცველი დახმარებას  ითხოვს

18 აპრილი 2020, 18:41 2164 ნახვა

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ და ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვამ პრობლემები შეუქმნა მიუსაფარ ცხოველებს. როგორც ცხოველთა უფლებების დამცველი გულო ფუტკარაძე  აცხადებს,  ქუჩაში დარჩენილი ცხოველთა დიდი ნაწილი შიმშილობს. იგი გურიის რეგიონიდან ხელვაჩაურის ჩათვლით ასეულობით ძაღლს აპურებს, მაგრამ გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო საკუთრებაში არსებულ მანქანას საშვი არა აქვს, ამიტომაც იძულებულია ქალაქში ფეხით გადააგილდეს.

ამის გამო ბევრ ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს. საშვის მისაღებად ფუტკარაძე სხვადასხვა ინსტანციას დაუკავშირდა, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო. როგორ შეიძლება გამონაკლის შემთხვევაში მოქალაქემ მიიღოს საშვი, შინაგან საქმეთა სამინისტროში სატელეფონო საუბარში გვითხრეს, რომ საშვის მისაღებად კონკრეტულმა ორგანიზაციებმა უნდა გააკეთონ განაცხადი და თავად სამინისტროს კომპეტენცია არ არის. იგივე გვითხრეს ბათუმის მერიაშიც. რაც შეეხება სამთავრობო ცხელ ხაზს, მუდმივად დაკავებას აჩვენებს და ზარები ითიშება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში