9 საათი ტაძარში ყოფნა საფრთხისშემცველია - ეკატრეინე ტიკარაძე

16 აპრილი 2020, 13:38 1759 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სააღდგომო რიტურგიის დროს, 9 საათის განმავლობაში მრევლის ერთ სივრცეში ყოფნა რისკებს და საფრთხეს ზრდის. 

„ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს ყველაფერი საფრთხეს წარმოადგენს. პირველი დღიდან, ყველას მოვუწოდებთ, რომ არც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე და არც 06:00-დან 21:00 საათამდე საფრთხე არ მცირდება, საფრთხე დგას. მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობები სწორად გადავინაწილოთ და სწორად გავიაზროთ ის საფრთხე, რომელის წინაშეც არამხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო დგას.

მიუხედავად გარკვეული დისტანცირებისა, საფრთხე რჩება, ვინაიდან ისინი 9 საათის განმავლობაში ტაძარში იქნებიან და ეს დორის მონაკვეთი ამ რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. აქედან გამომდინარე, საკუთარი ჯანმრთელობისა და ეკლესიის წევრების უსაფრთხოების დასაცავად, საუკეთესო გამოსავალია, ისინი მაქსიმალურად დარჩნენ სახლში“, - განაცხადა ტიკარაძემ. 

მინისტრის თქმით,  არ არის გამორიცხული აღდგომის ღამეს წირვა ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს და ეკლესიაში მრევლი არ მივიდეს. 

''მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა არ დაიწყონ ბედის გამოცდა. ექიმები არ ჩააყენონ, თავიანთი მცირე რესურსის გამო, რისკის წინაშე, რომ საქართველო გახდეს მეორე იტალია.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ორი დღის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო მეტად და ნათლად დავინახავთ, თუ რამდენად მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აქვთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს მრევლს. ასევე, რა თქმა უნდა, ეკლესიასაც.

თუ მითითებებს არ გავითვალიწინებთ საქართველოც გახდება მეორე იტალია. მხოლოდ მთავრობის მკაცრი კონტროლი იქნება უძლური'' - თქვა მინისტრმა. 

 

 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში