საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

16 აპრილი 2020, 10:22 1955 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და მაჩვენებელი 336-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. უკვე მეორედ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 30-ით გაიზარდა. 

336 პირს შორის გამოჯანმრთელებულია  74 ადამიანი, გარდაცვლილია სამი. 

კარანტინის რეჟიმში 5000 მოქალაქეა, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ ამ დრომდე რჩება 494 პირი. 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 3 მოქალაქე. 

საზღვარგარეთ კორონავირუსით გარდაცვლილია საქართველოს 9 მოქალაქე.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში