ბათუმში, კლინიკა მედალფაში საეჭვო სიმტომებით ერთი პირი გადაიყვანეს

01 აპრილი 2020, 11:00 453 ნახვა

ბათუმში, კლინიკა მედალფაში საეჭვო სიმტომებით  ერთი პირი გადაიყვანეს, მას მოგზაურობის ისტორია აქვს და კარანტინში იმყოფებოდა. ის, ბათუმში სავარაუდოდ მე-9 პაციენტია. მას ანალიზები უკვე აუღეს და ლაბორატორიული კვლევის შედეგები კოვიდ 19 დღეს იქნება. 

სიცხიანი პაციენტები, ვიდრე მისი ანალიზების პასუხები ცნობილი გახდება, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ, თუმცა სავარაუდო მე-9 პაციენტი მედალფაში იმიტომ გადაიყვანეს, რომ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საკმარისი ადგილი აღარ იყო. ამ ეტაპზე ინფექციურში სიცხიანი 24 პაციენტია, ისინი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, მათ არ აქვთ კორონავირუსი დადასტურებული. 

რაც შეეხება დანარჩენ 8 პაციენტს, რომელიც კოვიდ ინფიცირებულია. ამ დრომდე მძიმე რჩება 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ხელოვნურ სუნთქვის აპარატზეა. ერთ პაციენტს ჯერ კიდევ პნევმონიაზე მკურნალობენ. კლინიკური მენეჯერის ინფორმაციით, 8 პაციენტიდან მხოლოდ 2 პირს აქვს მსუბუქი ფორმებით ინფექცია.  

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი