უახლოეს დღეებში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი

25 მარტი 2020, 15:11 355 ნახვა

უახლოეს დღეებში აჭარაში - არასტაბილური, უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელია და საღამოს საათებში მცირე წვიმა, ცვალებადი მიმართულების ქარი იქროლებს 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა, როგორც სანაპირო კურორტებზე, ასევე მთაში +12, +17 გრადუსი იქნება.

კონკრეტულად 26 მარტს:

ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +9 დღისით +15 გრადუსი;

ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +8 დღისით +13;

შუახევი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +7 დღისით +17;

ხულო - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთისქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +5 დღისით +14; 

ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +8 დღისით +15; 

გოდერძის უღელტეხილი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -2 დღისით +7.

ფოტო: Wild horn

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი