საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

24 მარტი 2020, 11:07 1814 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 9 პაციენტია. მისივე განმარტებით, ბოლო გამოჯანმრთელებული კლინიკას სავარაუდოდ დღეს დატოვებს. 

"გაჯანმრთელებული და გაწერილი არის რვა. ამ ეტაპზე გვყავს 32 პაციენტი. აქედან კვლავ რჩება ერთი გაჯანმრთელებული, უბრალოდ რაღაც გადამოწმება სჭირდებოდა გუშინ მის კლინიკურ მონაცემებს და დღეს ალბათ ეს მეცხრე პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს. გამოდის, რომ ცხრა გამოჯანმრთელებული პაცენტი გვყავს უკვე“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული 66 შემთხვევა ფიქსირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში