საპატრიარქოში COVID 19-ის საფრთხეებს განიხილავენ - სინოდის სხდომა 20 მარტს არის ჩანიშნული

18 მარტი 2020, 16:00 1575 ნახვა

"20 მარტს წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდება" - ინფორმაცია საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.  სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ეს პირველი სხდომა იქნება 2020 წელს, სადაც სინოდის წევრები პანდემიაზე და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ისაუბრებენ. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა დაუდასტურა.

ბოტკოველის თქმით, განხილვის მთავარი საგანი სწორედ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარება და პრობლემის დაძლევაში ეკლესიის როლი იქნება. კონკრეტულად იმსჯელებენ თუ არ აიმ საკითხებზე, რომელიც ზიარების წესს ეხება, უცნობია. 

COVID 19-თან დაკავშირებით პანდემიის გამოცხადების შემდეგ, საზოგადოებასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია ვირუსის გავრცელების პრევენციაზე, მათ შორის ზიარების წესის დროებით შეცვლაზე (ერთჯერადი კოვზებით, ან შეჩერებაზე). ამ წესის მიხდევით,  ასეულობით მორწმუნის ბარძიმიდან ზიარება ერთი კოვზით ხდება და ვირუსის გადადების საფრთხეები არსებობს. 

ეკლესიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინებოდა ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მიიჩნიეს, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება  მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით. რაც შეეხება თავად პროცესში, ბარძიმის კოვზის შეცვლის საკითხს, ზიარების არსიდან და წესიდან გამომდინარე უარი თქვეს. 

კონკრეტული მღვდელმსახურები კი ამის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ. 

მსოფლიოში, სხვადასხვა რელიგიურმა კონფენსიებმა კონკრეტული ზომები გაატარეს, რიგ ქვეყნებში კი, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დროებით შეჩერდა ღვთისმსახურება ტაძრებში.  

რუსეთის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომ ზიარების შემდეგ საზიარო კოვზი სპეციალური წესით გაიწმინდება. უცნობია, მიიღებს თუ არა რაიმე ტიპის ზომებს საქართველოს საპატრიარქო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში