ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვების გაცემა შეჩერდა - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

28 თებერვალი 2020, 15:45 420 ნახვა

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა - ამის შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდზე გამოქმეყნდა. 

''ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია  საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა და გაცემული ნებართვის მოქმედება ირანის ისლამურს რესპუბლიკასთან და იტალიასთან. 

ასევე, 27 თებერვლიდან ორი კვირის განმავლობში საკვალიფიკაციო ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია'' - წერია განცხადებაში. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ის ამჟამად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მეორე შემთხვევა კი დღეს დადასტურდა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში