კანონში ეძებენ ხვრელებს, სწორედ ამას ვაპროტესტებთ - მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირები

25 თებერვალი 2020, 15:02 282 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარე ამბობს, რომ ტელევიზიის მენეჯმენტი კანონში ხვრელების ძიებას აგრძელებს და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას ცდილობს. მალხაზ რეხვიაშვილის განცხადებით, გაფიცვის პროცედურები კანონის სრული დაცვით გრძელდება. 

"ჩვენ ვაპირებთ გაფიცვას კოლექტიურად, შესაბამისად კონკრეტული პროცედურებს გავდივართ, თუ ვინმეს აქვს იმედი, რომ იურიდიული შეცდომები გვექნება სულ ტყუილად. გუში,  მაია მერკვილაძის ხელშეკრულების ამ ფორმით შეცვლის დროს დავდექით ფაქტის წინაშე, რომ საფრთხის ქვეშ დადგა არა მარტო სარედაქციო დამოუკიდებლობა,  არამედ საფრთხის ქვეშ იყო დასაქმებულის უფლებები. 

თითოეული ადამიანი, რომელიც მუშაობას ამ მაუწყებელში არის მთავარი, რაზეც უნდა იზრუნოს მენეჯმენტმა. როცა ხელშეკრულებაში უწერია, რომ მხოლოდ რესტრუქტურიზაცია ან დავალების არაჯეროვნად შესრულება გახდება ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, მაშინ ან სტრუქტურული რეორგანიზაცია უნდა მოხდეს, ან არაჯეროვნად უნდა ასრულებდეს მოვალეობას. როცა მენეჯმენტი, საკანონმდებლო ხვრელის ძიებას იწყებ იმისთვის, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერიო, აქ მეორე საფრთხე ჩნდება, ერთი - შრომითი უფლებები და მეორე - მენეჯმენტმა შეცვალოს საინფორმაციო პოლიტიკის დღის წესრიგი'' - ამბობს მალხაზ რეხვიაშვილი. 

ჟურნალისტის კითხვაზე? ხომ არ ცვლის საგაფიცვო მოთხოვნებს მაია მერკვილაძის სამსახურში დარჩენა? 

მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარე განმარტავს, რომ მხოლოდ მაია მერკვილაძის ფაქტორი არ ყოფილა გაფიცვის საფუძველი. 

''მაია მერკვილაძე ფიზიკურად ვერ იქნებოდა გაფიცვის საფუძველი, მისი დაბრუნება შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი მოთხოვნა, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი. ჩვენ აქ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მაუწყებელში დასაქმებულების შრომით უფლებები უნდა იყოს დაცული. ჩვენი მიმართულება სწორედ ის არის, რომ მენეჯმენტისგან მოვითხოვთ, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რომ ადამიანების შრომით უფლებები აღარ დაირღვეს. ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა იმ პირობების გასაუმჯობესებლად, რა პირობებშიც გვიწევს მუშაობა, მათ დღის წესრიგია, როგორ შეცვალონ მაუწყებელში სარედაქციო პოლიტიკა.  

ყველაფერზე რაზეც გვეუბნებიან, რომ არა რაციონალური შიშებია, ყველაფერი ახდა - ვამბობდით ნათია კაპანაძის წასვლის დროს, რომ ეს მცდელობაა საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლის, შემდეგ იგივეს ვამბობდით ნათია ზოიძესთან დაკავშირებით, შემდეგ ნათია შავაძის. ვახსენებდით თვეების წინ, რომ ვახტანგ ხუზმიაშვილს და გოგა კოხრეიძე იქნებოდნენ ტელევიზიაში, ყველაფერი ახდა მეგობრებო. 

შიგნიდან კარგად ჩანს, ვის რისი გაკეთება სურს მაუწყებელში. სხვა გზა აღარ დარჩა და ჩვენ ჩვეულებრივ ვაგრძელებთ საგაფიცვო რეჟიმისთვის მზადებას. ძალიან მინდა, რომ მედიაციის პროცესში დირექცია ჩაერთოს და არ მოგვიწიოს გაფიცვა, თუმცა თუ ეს რა მოხდება, ჩვენ წავალთ რადიკალურ ზომებზე,'' - განაცხადა მალხაზ რეხვიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში