გატაცებული 10 მეზღვაურიდან 4 ქართველია - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

20 თებერვალი 2020, 20:59 8748 ნახვა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 20 თებერვალს, ადგილობრივი დროით 01:10 საათზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს.

თავდასხმის დროს გატაცებულ იქნა 10 მეზღვაური, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან, სააგენტო აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს გემთფლობელ კომპანიასთან.

"აქტიურ კომუნიკაციაზე ვართ გემთფლობელ კომპანიასთან, რომელიც არის კარგი რეპუტაციის მქონე, პასუხისმგებლიანი და ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს.

ქართველი მეზღვაურის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოგიწოდებთ არ გავრცელდეს მედიის საშუალებით მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ გემთმფლობელთან, ყველა შესაძლო გზით ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან უსაფრთხოდ დასახსნელად. ოჯახები ინფორმირებულია და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უშუალოდ შეხვდება თითოეულ ოჯახს." - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში