ბათუმის სარაგბო კლუბმა 2020 წელი გამარჯვებით დაიწყო

17 თებერვალი 2020, 10:24 618 ნახვა

ქვეყნის სარაგბო ჩემპიონმა და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა ბათუმის სარაგბო კლუბმა , დიდი 10-ის მე-12 ტურში თბილისის "აკადემია"დაამარცხა. ბათუმელებმა მეტოქეს საკუთარ კედლებში ანგარიშით 26:10 მოუგო და 2020 წელი გამარჯვებით დაიწყო.

თამაში სტუმართა შეტევებით დაიწყო და ისინი მე-10 წუთზე დაწინაურდნენ. ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა მოახერხეს მეტოქის წნეხში მოქცევა, 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ მოლი დააყენეს და ვაჟა თაგაურმა ლელო გაქვითა, თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო. ‘‘აკადემიამ’’ მეორე ტაიმის მე-11 წუთზე მოძღვრიშვილის მიერ გატანილი ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მაგრამ ამის შემდეგ "ბათუმმა" თამაშის მსვლელობა საბოლოოდ გარდატეხა, ზღვისპირელები 57-ე წუთზე დაწინაურდნენ. საბოლოოდ ბათუმმა მეტოქე 26:10 დაანარცხა და ბონუსიც ჩაიწერა. ბათუმელთა მხრიდან ლელოები თაგაურმა, გოგიტიძემ, ფუტკარაძემ და ჯიმშელეიშვილმა დადეს. 3 გარდასახვა კი ურჯიკაშვილმა გამოიყენა. ამ დროისთვის დიდი ათის გათამაშებას ბათუმი 42 ქულით ლიდერობს , 40ქულა აქვს მეორე ადგილზე მყოფ რუსთავის ხარებს , ხოლო მესამე პოზიციას ასევე 40 ქულით თბილისის ,,ლელო სარასენსი’’ იკიავებს.

შემდეგ შეხვედრას ბათუმის სარაგბო კლუბი 1 მარტს გორში გამართვას. ბათუმელები ადგილობრივ ,,ჯიქს’’ დაუპირისპირდებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი