სპორტსმენების დაჯილდოება აჭარაში

26 დეკემბერი 2023, 15:43 517 ნახვა

აჭარაში წლის წარმატებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენები, რომლებმაც როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილები დაიკავეს. ასევე დაჯილდოვდნენ მწვრთნელები და სპორტული ჟურნალისტები. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში იზრდება სპორტის განვითარების ხელშეწყობის და პოპულარიზაციის პროგრამების დაფინანსება. გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სპორტსმენების ხელშეწყობა. მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენების, ასევე მათი მწვრთნელების საპრიზო თანხა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მილიონ ლარს გადააჭარბა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში