ბათუმის სპორტის სასახლემ 2023 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გასული წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით სეზონის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და სპორტული ჟურნალისტები დააჯილდოვა. წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ევროპული თამაშების გამარჯვებული, საკლუბო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ტაეკვონდისტი ზურაბ კინწურაშვილი გახდა, წლის საუკეთესო მწვრთნელად კონტაქტურ კარატეში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან ცინცაძე დასახელდა. დასახელდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბათუმში ბინა გადაეცა.