შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან

28 სექტემბერი 2023, 17:48 813 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მსოფლიოს ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლერი აბულაძეს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარის მთავრობა აქტიურად გააგრძელებს სპორტსმენების ხელშეწყობას და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას.  აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები, ასევე, მათი მწვრთნელები მნიშვნელოვნად გაზრდილ საპრიზო თანხას მიიღებენ. ბელგრადში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ლერი აბულაძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში