„ქართული ოცნება“ გაერთიანებულ ოპოზიციას დიალოგის გაგრძელებას სთავაზობს

12 თებერვალი 2020, 15:12 1246 ნახვა

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა გაერთიანებული ოპოზიციის მთავარ გეგმად რჩება. აქ ამბობენ, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა უმწვავესი პროტესტის ფონზე არჩევნებამდე მივიდნენ და ხელისუფლება შეიცვალოს.

ამის პარალელურად დიალოგის რეჟიმში დაბრუნებას ურჩევს ოპონენტებს მამუკა მდინარაძე, მმართველი გუნდის წევრმა დღეს მწვავე გამოხმაურება გიგი უგულავას საქმის შეფასებისას გაიზიარა, თუმცა ისიც თქვა, რომ მართლმსაჯულების განხორციელების პრეროგატივა გააჩნია დამოუკიდებელ სასამართლოს და არა პოლიტიკოსებს და საბიუჯეტო თანხების ფლანგვა, რისთვისაც გიგი უგულავას მოუწევს სამი წლის გატარება ციხეში, განსაკუთრებული ბრძოლის მიზეზი სწორედ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში გახდა. დღეს განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმაც.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში